LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე – ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ.. შუალედია დასაკავებელი

63
ალეკო ელისაშვილი

„პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა, ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში, ასეთი ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც დეპუტატი ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა.

რუსთავში პიტბულის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

ხელვაჩაურში ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ელისაშვილის მოსაზრებით, ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც გარკვეული რეგულაცია სჭირდება.

„არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი, რეგულაცია არის საჭირო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის აზრით, არ შეიძლება, რომ აგრესიული ძაღლები, რომლებიც მისი თქმით, სპეციალურად, ხელოვნურად გამოყვანილი მებრძოლი ჯიშებია, ქუჩაში ასე ჩვეულებრივად, ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ.

„შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო გეუბნება – რას ჰქვია არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა ან მოხუცი ქალი, ვინც მოასეირნებს ამ ძაღლს. რაღაცა არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ეს რაღაც ფობიებში არ უნდა გადაგვეზარდოს და ძაღლებთან ბრძოლაში, მაგრამ რაღაცა შუალედი არის ჩემი აზრით დასაკავებელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.

პოპულალურები