LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქ­ვსო მი­თხრა, ვი­ფიქ­რე, ჭია ჰყავ­სთქო და შე­სა­ბა­მის წამ­ლებს ვას­მევ­დი.. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნე და მი­თხრა, ორ­სუ­ლად არი­სო“ – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა

1400
xlzj

„მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქ­ვსო მი­თხრა, ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნე და მი­თხრა, ორ­სუ­ლად არი­სო“ – ამის შესახებ 13 წლის გოგონას დედა აცხადებს, რომლის შვილზეც სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში 50 წლის კაცი დააკავეს.

მისი განცხადებით, კაც­მა და­კა­ვე­ბი­სას ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

„მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქ­ვსო მი­თხრა, ვი­ფიქ­რე, ჭია ჰყავ­სთქო და შე­სა­ბა­მის წამ­ლებს ვას­მევ­დი. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნე, ექიმ­მა მი­თხრა, ორ­სუ­ლად არი­სო. ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია და მე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მა­გის აზ­რზეც არ არის. ამოც­ნო­ბა­ზე რომ მი­იყ­ვა­ნეს, ერთი და იგი­ვე კაცი და­ა­სა­ხე­ლა. ამ კაცს დღეს დი­ლით უღი­ა­რე­ბია და­ნა­შა­უ­ლი. ამ პი­როვ­ნე­ბას არ ვიც­ნობ­დი, სულ ორ­ჯერ ვუ­თხა­რი გა­მარ­ჯო­ბა. ალ­ბათ შე­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავს ბავ­შვი“, – აცხა­დებს მო­ზარ­დის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

magti 5g