LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუ, რომელმაც უკანონო გადატვირთვებით სამეფო კარის თამაშებს გაასწრო (ვიდეო)

68

Top Gear-ის ექს წამყვანების მიერ მომზადებული საავტომობილო შოუ The Grand Tour არალეგალური გადატვირთვების რეკორდს ხსნის. ამის შესახებ Daily Mail-ის საკვირაო გამოცემა The Mail on Sunday იუწყება. ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის ახალი შოუს პირველი ეპიზოდი, რომელიც Amazon Prime-ზე გავიდა, უკანონოდ 7,9 მილიონჯერ გადატვირთეს, მეორე ეპიზოდი 6,4 მილიონჯერ, მესამე კი 4,6 მილიონჯერ. შედარებისთვის, გეტყვით, რომ ამ დროისათვის Amazon Prime-ს 63 მილიონი ოფიციალური გამომწერი ჰყავს. პირატულ პროდუქციას ყველაზე დიდი აუდიტორია დიდ ბრიტანეთში ჰყავს. უკანონო გადაწერების გამო ამაზონის ზარალი ოთხ მილიონ დოლარად არის შეფასებულლი.

არალეგალური ნახვების მიხედვით The Grand Tour-მა ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ შოუებს, მათ შორის „სამეფო კარის თამაშებსაც“ კი გაასწრო.

ჰამონდის, კლარკსონისა და მეის ახალი შოუს პრემიერა 18 ნოემბერს შედგა. პროექტი Amazon Prime-ის ყველაზე პოპულარული შოუ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები