LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას“ – განათლების მინისტრი აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო

138
fot (2)

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღეს, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების გამოცდის წინა რეგისტრაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძესთან ერთად დაესწრო.

განათლების მინისტრმა თბილისის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ცენტრი სრულად არის მოწესრიგებული იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა მშვიდ გარემოში გამოავლინონ.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული.

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

mazda magti 5g