LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის სკოლებში სმარტფონების აკრძალვას აპირებენ

152
thumb_1024x663_kids-phones-11zon

ფინელ მოსწავლეებს შესაძლოა სმარტფონების გამოყენება აუკრძალონ, ყოველ შემთხვევაში იმ დროს მაინც როცა ისინი სასწავლო დაწესებულებაში იქნებიან. ასეთი აკრძალვის დაკანონებას ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს, წერს The Mayor.

ჩინოვნიკთა აზრით, სიახლე ბავშვებს საშუალებას მისცემს რომ სწავლაზე უფრო მეტად კონცენტრირდნენ და საუკეთესო შედეგები აჩვენონ. შეგახსენებთ, რომ ფინეთს სურს 2030 წლისთვის განათლების მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერი გახდეს.

საერთაშორისო ტესტირების მიხედვით ფინეთს საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რეიტინგში ლიდერი პოზიცია დაკარგა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ცუდი შედეგები სწორედ სმარტფონების გავრცელებას უკავშირდება.

საინტერესოა, რომ ასეთ აზრს მხოლოდ ჩინოვნიკები არ იზიარებენ და იმავეს ფიქრობენ ადგილობრივებიც. მოსახლეობამ სკოლებში ტელეფონების ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ინიციატივას 30 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები