LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატს 5 მილიარდმა უყურა

44

ევრო 2016-ის მატჩებს დაახლოებით 5 მილიარდმა ადამიანმა უყურა.

მაყურებლების საერთო აუდიტორიამ, რომლებმაც საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატს უყურა, დაახლოებით 5 მილიარდი შეადგინა, ნთქვამია უეფას ანგარიშში.

პირდაპირ ეთერში მატჩებს (სულ 51 მატჩი ჩატარდა) 2 მილიარდი მაყურებელი უყურებდა.

ფინალს პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის (1:0) თვალი ადევნა 600 მილიონმა ადამიანმა.

დამატებითმა 20 მატჩმა, რომელიც ტურნირზე რვა გუნდის დამატებით გაჩნდა, საერთო აუდიტორიას კიდევ 1,1 მილიარდი მაყურებელი შემატა.
გარდა ამისა, ბრაზილიასა და ჩინეთში დიდმა ტელეაუდიტორიამ საერთო მაჩვენებელი საგრძნობლად აამაღლა.

უეფამ 130 მაუწყებელზე სტელევიზიო უფლებების გაყიდვით 1,05 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები