LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმუშევრობის შემცირებაზე გვესაუბრება პრემიერი მუდმივად და დიახ, ის ამჯერად არ იტყუება“ – დავით ჭიჭინაძე

168
ჭიჭინაძე

უმუშევრობის შემცირებაზე გვესაუბრება პრემიერი მუდმივად და დიახ, ის ამჯერად არ იტყუება. უმუშევრობა ნამდვილად შემცირდა, ხალხის ისეთი გადინებაა ქვეყნიდან, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ოჯახმა 300-400 ლარიანი ანაზღაურებით იცხოვროს.

„უმუშევრობის შემცირებაზე გვესაუბრება პრემიერი მუდმივად და დიახ, ის ამჯერად არ იტყუება, უმუშევრობა ნამდვილად შემცირდა, ხალხის ისეთი გადინებაა ქვეყნიდან. 300-400 ლარიანი ანაზღაურება კი სოციალური დახმარებაა და არაა დასაქმება, რადგან წარმოუდგენელია ოჯახმა 300 ლარად იარსებოს, ცხოვრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ასე რომ, ტყუილად ითვლით გაზრდილ დასაქმებად მსგავს ადგილებს. ამასთან, ამ კაპიკებსაც უმეტესობა ხომ მხოლოდ იმიტომ აგროვებს, რომ ქვეყნიდან გასაქცევი ბილეთი იყიდოს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g