როგორც ცნობილია, კინოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი მარტინ სკორსეზე ეკრანებზე ახალი ფილმით ბრუნდება. „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“ (Killers of the Flower Moon) ასე ჰქვია 80 წლის რეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომელიც ვესტერნის ჟანრშია გადაღებული. და აი, პირველი ოფიციალური „თრეილერი“ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ასრულებენ. სიუჟეტი 1920-იან წლებში, ოკლაჰომაში ვითარდება. ფილმის მსოფლიო პრემიერას მაყურებელი 6 ოქტომბერს იხილავს.
„ახლად გამომცხვარი მამიკო“ – 79 წლის რობერტ დე ნირო წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა