LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე და მისი მეუღლე შერიგდნენ: „დღეს ჩემი ქმარი და მე ერთად ვართ…“

1846
ეკა ჩხეიძე

ჟურნალისტმა ია ანთაძემ „პირველი არხისთვის“ მსახიობ ეკა ჩხეიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ეკამ ამ ინტერვიუში გაამხილა, რომ მეუღლეს შეურიგდა და კვლავ მასთან ერთად ცხოვრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ იმ ოჯახებში, სადაც თითოეული წევრის პიროვნული განვითარება პირველი პრიორიტეტია, თავად ოჯახური ცხოვრება ზარალდება. თქვენს ოჯახში პიროვნული განვითარება, მგონი, მართლაც პირველი პრიორიტეტია და ამან თქვენი ოჯახური ცხოვრება თუ დააზარალა? 

– ჩვენი ოჯახის წევრებს – ჩემს ქმარს და ორ შვილს – ერთმანეთთან ყოველთვის თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა. თან, ყოველთვის მაქსიმუმს ვცდილობდით. იმიტომ არა, რომ ვინმე გვაძალებდა. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა გვქონდა.

– რის მაქსიმუმს ცდილობდით? 

– ჩვენი საქმის. ჩემი ქმარი არქიტექტორია და საერთოდ არ ვიცი, როდის ჭამს, როდის სძინავს… იმიტომ არა, რომ იძულებულია. უბრალოდ, სხვანაირად არ შეუძლია. ბევრჯერ ყოფილა – ვიღაც პროექტს დაუკვეთავს, დამკვეთი კმაყოფილია და ეს მაინც ახლებურად, თავისებურად, მეორე და მესამე ვარიანტს უკეთებს. ვეუბნები: „მოსწონს იმ ადამიანს.“ მპასუხობს: „ჯერ მე უნდა მომწონდეს.“ თვითონ აქვს საკუთარი თავის მიმართ ეს მაღალი მოთხოვნა. ასეთები არიან ჩემი შვილებიც – ძალიან მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. 20 წელი სრულ ჰარმონიაში ვიცხოვრეთ, თუმცა, ჩემი ქმარი და მე დიდ დროს ვატარებდით ერთმანეთის გარეშე.

– შორიდანაც ასე ჩანს: თქვენს ოჯახში ბავშვებს და უფროსებს – ყველას თავისი საქმე აქვს, ყველა თავის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს… თქვენი ქალიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს. 

– ჩემი ქალიშვილიც მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებს. ინტერიერის დიზაინი დაამთავრა და მეუბნებოდა, ჟალუზები თუ არ გავხსენი, ვერ ვხვდები, გათენდა თუ არაო. საუკეთესო სტუდენტი იყო, დღესაც ძალიან კარგ ფირმაში მუშაობს. ბიჭიც ასეთი გაიზარდა. თუმცა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე თქვა, მივხვდი, რომ ჩემგან აინშტაინი არ გამოვაო და უნდა, ფიზიკას თავი დაანებოს.

– ეს არ ვიცოდი. მეგონა, ასტროფიზიკოსობა უნდოდა. 

– თვითონ დაუყენა თავის თავს ასეთი მოთხოვნა, რომ თუ აკეთებს, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ახლა უკვე ეშინია, რომ აინშტაინი ვერ დაინახა თავის თავში. მეორე კურსზე რა უნდა დაენახა? თან პანდემია დაემთხვა, ონლაინ სწავლება. ამბობდა, დროს ვკარგავო.

– თქვენს ოჯახში ყველა თავ-თავისი გზით ვითარდება. მაგრამ ოჯახის წევრები მყარ კავშირებს თუ ინარჩუნებთ ერთმანეთთან? ოჯახური პიკნიკები თუ გაქვთ, ან უცხოეთში ყველანი ერთად თუ დადიხართ? 

– დავდივართ ხოლმე, მაგალითად, ჩემს გოგოსთან ერთად, ან მამა-შვილი ერთად წავა სადმე მთაში. ყოველთვის ვცდილობთ…

– ოჯახის იდეას ძალიან ეჭიდებით, როგორც ვხედავ. 

– ვეჭიდები, რა თქმა უნდა. დღეს ჩემი ქმარი და მე ერთად ვართ. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ყველას თავისი საქმე, ინტერესი და თავისუფალი სივრცე უნდა ჰქონდეს. ერთად ყოფნა კიდევ სხვა სიამოვნება და სხვა კომფორტია. მაგრამ მე რომ ოჯახის ყველა წევრი მთელი დღე სახლში მყავდეს, ვიღაცას დავახრჩობ დღის ბოლოს (იცინის).

 

სრულ ინტერვიუს იხილავთ აქ.

 

ეკა ჩხეიძე: „ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრების წინააღმდეგი ვარ!..“

ეკა ჩხეიძე: „შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა… მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა…“

ვიდეო: რატომ თქვა უარი მსახიობობაზე ეკა ჩხეიძის ქალიშვილმა: „დედაჩემის ყველა როლი ზეპირად ვიცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g