LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: „შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა… მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა…“

676
ეკა ჩხეიძე

ეკა ჩხეიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, როდის განიცადა ყველაზე დიდი შიში:

„ყველაზე დიდ შიშს მაშინ განვიცდი, როდესაც ვიღაც ავადმყოფობს. მამაჩემს ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს მეორეს გასაკეთებლად. შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა, თუმცა მეორე ოპერაცია ჯერ არ იყო გაკეთებული. ისეთი იყო, რომ მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა. არ უნდა შევსულიყავი რეანიმაციაში. ყველა შედიოდა, ნახულობდა და მითხრეს, შედი, არ არის ცუდადო. რანაირად არ იყო ცუდად? ადრე იგივე დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი გადაიტანა და მითხრეს, უკეთ არისო. სანახავად მივედი და გავგიჟდი, რომ ვნახე. დღემდე ვფიქრობ, ნეტავ,მ არ მენახა ის კოტე მახარაძე, რომელზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ერთად ვცხოვრობდით და ძალიან მიყვარდა. ძალიან მძიმედ ჩამრჩა. სხვა ადამიანი იყო, ყოვლად უსუსური…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g