LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება – წულუკიანი

185
fot

ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება“.

„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა.

ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – მინისტრის აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კობახიძე არახამიაზე: არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, მას სერიოზული პრობლემები აქვს

„შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში“ – დავით არახამია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

შეგახსენებთ, უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინის ტერიტორია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიცემული ვადის ამოწურვამდე დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გიორგი ზაქარაშვილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების მოტივით, უკრაინის 48 საათში დატოვება რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის“ – სააკაშვილი

„ქართულ ოცნებაში“ ღიად აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის სურვილი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით შედგეს კონსულტაციები, არ განიხილება.

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა – კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე – ჩემთვის სრულიად მიუღებელია.. სააკაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ, ექიმებისგან მკურნალობა მიიღოს, ეს არის წამება? 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g