„ფერარის“ ძრავიანი ტოიოტა ცოტა ხნით სანტა კლაუსის მარხილად გადააქციეს. იდეის ავტორი ცნობილი მრბოლელი და დრიფტერი რაიან ტიორკი გახდა. მან გადაწყვიტა, რომ შობა ძალიან საინტერესოდ, სანტასთან ერთად აღენიშნა. პილოტმა გადაიღო საშობაო ვიდეო და ის მოგვიანებით ქსელშიც განათავსა. ვიდეოში ის თავის Toyota GT86-ში ზის და სანტასთან ერთად დასეირნობს.
შეგახსენებთ, რომ მის Toyota GT86-ს Ferrari 458-ის ძრავი ჩაუდგეს. უნიკალური ავტომობილი კომპანია Huddy Motorsport-მა ააგო და ის გზაზე პირველად 2016 წელს გამოვიდა. ამჯერად კი სუპერქარი მარხილად იქცა და როგორც ვიდეოში ჩანს, რაიანი და სანტა ძალიან კარგად გაერთნენ.