LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი კითხვაზე, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან: „მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, ესეც იმიტომ, რომ აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა“

609
fot (3)

„მთელს მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი და ესეც იმიტომ, რომ აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ უვიზო რეჟიმი არც ისეთი გავრცელებულია“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – რატომ არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან.

ელჩის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა არ არის, აშშ-ში ყოველწლიურად ათასობით ქართველს იღებენ, რომლებიც სასწავლო, ბიზნესისა და სხვა მიზნებით არიან ჩასულები.

„აშშ-ში ყოველ წელს ათასობით ქართველს ვიღებთ, თუ ადამიანები წესებს დაიცავენ, ისინი ვიზებს მიიღებენ“ – კელი დეგნანი

„ჩვენ მოხარულები ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი მივიღოთ, რომლებიც მოდიან როგორც ტურისტები, მოდიან როგორც სტუდენტები, ასევე ბიზნესისთვის, განათლებისთვის. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების ჩამოსვლით. ამისთვის არსებობს პროცესი, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ში ჩამოსვლა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი პროცესი, რათა ვიცოდეთ, ვინ ჩამოდის და ვინ მიდის ჩვენი ქვეყნიდან. თუმცა, ჩვენ მივესალმებით ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან ამერიკის სანახავად.

 

 

კითხვა-პასუხი ელჩ დეგნანთან

მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ელჩი დეგნანი უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.

მოგვწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში.

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2023

 

 

და ჩვენ გვაქვს მშვენიერი გაცვლითი პროგრამები. გასულ კვირას საქართველოში იყო ჯგუფი – ქართული წარმოშობის 150 ამერიკელი ახალგაზრდა, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ და აჩვენეს ქართული ცეკვისა და სიმღერის შესანიშნავი წარმოდგენა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და ასევე, დიდებული კულტურული ჯგუფები მიდიან აშშ-ში.

ეს ყოველთვის ხდება და ჩვენ მივესალმებით ქართველებს ამერიკაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g