გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 06 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ – ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
რამდენად ნორმაშია შავი ზღვის სანაპიროს პერიმეტრზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები და არის თუ არა საბანაოდ ვარგისი - ნუგზარ პაპუნიძის განმარტება
რამდენად ნორმაშია შავი ზღვის სანაპიროს პერიმეტრზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები და არის თუ არა საბანაოდ ვარგისი - ნუგზარ პაპუნიძის განმარტება
„როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სამი წერტილი.
აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე. კვლევის შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.