LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ოაზისის“ განცხადება: „უბედურმა შემთხვევამ ყველა შეძრა.. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“

336
Untitled design

18 ივლისს, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი აუზში დაიხრჩო, სასტუმრო განცხადებას ავრცელებს.

„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.. დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს“ – რას ჰყვებიან სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე

როგორც სასტუმროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, სასტუმროს ტერიტორიაზე კი შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება:

„სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეძრა, როგორც მოსახლეობა, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის თითოეული წევრი და სტუმარი.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიწოდებულია ვიდეო მასალა და მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“, – აღნიშნულია სასტუმროს ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და…

Posted by Dreamland Oasis Hotel – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი on ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2023

 

სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატი: „სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g