LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის რჩევები: რა მივირთვათ

188
ვიტამინი-A

ა ვიტამინი ახალი უჯრედების შექმნაში მონაწილეობს და კვებავს. ასევე მნიშვნელოვანია თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის. მშრალი, აქერცლილი კანი და გაყოფილი თმა ა ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. ა ვიტამის საბადოა: ნატურალური ცხიმები, რომელსაც საღი რძე, ნაღების კარაქი და ცხიმიანი თევზი შეიცავს.

რკინა ორგანიზმს ჰემოგლობინის სინთეზისთვის სჭირდება. უფერულობა, თვალების გარშემო სიშავე, ფრჩხილების მტვრევა, რკინის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ დროს შეიძლება დაღლილობა და ძილის სურვილიც გაგიძლიერდეთ. რკინის საბადოა: წიწიბურა, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი. ჩვენი ორგანიზმი კარგად ითვისებს რკინას მწვანილიდან.

ლიმონს სამკურნალო თვალსაზრისით ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ მიმართავდნენ. მაგალითად სჯეროდათ, რომ ეს მცენარე იცავდა შავი ჭირისგან და შველოდა გველის დაგესვლის შემთხვევაში. ლიმონი შედის მრავალი მალამაოსა და ლოსიონის შემადგენლობაში, რომელსაც სახის კანის მოსავლელად, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად იყენებენ. შაქართან ერთად მოხარშული ლიმონის კანი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები