ესპანეთში 3D პრინტერზე დაბეჭდილი პირველი ხიდი დაამონტაჟეს. უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ფეხით მოსიარულეთა ხიდი ქალაქის სამხრეთში, ალკობენდასის რაიონში გააკეთეს.
ნაგებობა სულ 8 ნაწილისგან შედგება და ცემენტის ფხვნილითაა დამზადებული. კონსტრუქციის სიგრძე 12 მეტრი, სიგანე კი 1,75 მეტრია და მასზე გადაადგილება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შუძლია.
რაც ყველაზე საინტერესოა, ხიდს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ის არის პირველი ნაგებობა, რომელიც 3D პრინტერზე დაბეჭდეს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყენებენ.