LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“

140
ასტორია

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი 27 ივლისს  ბათუმში შემოვა. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც ადასტურებს.

მათი ცნობით, ბათუმის პორტისკენ მიმავალი გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.

„გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობით, 22 ივლისს საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც ითვალისწინებს. საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g