LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

186
359429485_841527330710839_7702703070891257246_n

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამიგდალეზას არალეგალების განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ დახმარება სჭირდებათ.

ბანაკში მყოფების თქმით, არალეგალთა ცენტრში მომხდარი არეულობის დროს დაშავებული ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და მას მდიკამენტები სჭირდება. ერთ-ერთი მოქალაის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან:

„ერთი გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ, რაიმე რომ დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ – რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ.

არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ – ამბობს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში. საელჩოში ამბობენ, რომ ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან:

„ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.

ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.

დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ.

საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000“, – წერია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

⚠️ ⚠️ ⚠️ ინფორმაციისთვის:

ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე…

Posted by Georgia in Greece on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

 

magti 5g