„დღეს ის დღეა, როცა ალბომის პირველ ტრეკს მოგასმენინებთ, რომელიც უბრალოდ სიყვარულით არის სავსე“, – ამის შესახებ ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.
როგორც ლიზა ყენია წერს, მეგობართან ერთად ალბომზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
„15 წლის რომ ვიყავი, ჩემი ერთადერთი ოცნება ის იყო ისეთი მეგობარი მყოლოდა რომელსაც ჩემსავით ეყვარებოდა სტუდიაში საათობით ყოფნა, მუსიკის კეთება, მელოდიის მოფიქრება და მთელი ის ჯადოსნური პროცესი რასაც მუსიკის შექმნა ჰქვია! ჩემთვის ამოცანა იყო რომელ ჟანრში ვგრძნობდი თავს ყველაზე კარგად, რადგან ბევრი მიმდინარეობაა სადაც შეიძლება ითქვას რომ შემიძლია და გამომდის ძალიან კარგად, მაგრამ მე ბედნიერი სად ვარ?.. ჩემს სათქმელს ყველაზე კარგად რომელ ჟანრში ვიტყვი? ეს ფიქრები ერთია და ასაკი მეორე, ამიტომ არის რომ ადამიანი ყოველთვის ძიების პროცესში უნდა იყოს, 15 წლის ასაკში რაც არ უნდა კარგი შემექმნა, სათქმელი არ მქონდა საკმარისი, თქვენთვის მოსაყოლი მქონდა ძალიან ცოტა. დრო და დრო ძალიან ძალიან ბევრი დაგროვდა, იმდენად რომ ერთ ალბომში ვერ ჩავატიე 🙂 მაგრამ ეს კარგია, რადგან მეძლევა უზარმაზარი მოტივაცია იმის რომ, ძალიან ძალიან ბევრი მოგიყვეთ და ეს მხოლოდ ამ ფორმით გამომდის ყველაზე კარგად, მუსიკით.. 15 წლის ასაკში ფილიას რომ შევხვდი ისიც ეძებდა.. მეც ვეძებდი.. და ეს ბევრ წელს გაგრძელდა, თუმცა მთავარი იცით რა არის? ჩემთვის ის საჩუქარია, რომელსაც ყველა მუსიკოსი იმსახურებს, ვისაც უამრავი აქვს სათქმელი… ჩვენ ერთად კი წელიწად-ნახევარში ჩვენი ისტორია შევქმენით, რასაც დღეს გაგიზიარებთ, დღეს ის დღეა როცა ალბომის პირველ ტრეკს მოგასმენინებთ, რომელიც უბრალოდ სიყვარულით არის სავსე ! ? და მინდა ასე დავიწყო მოყოლა…:)
15 წლის რომ ვიყავი, ჩემი ერთადერთი ოცნება ის იყო ისეთი მეგობარი მყოლოდა რომელსაც ჩემსავით ეყვარებოდა სტუდიაში საათობით…
Posted by Liza Kenia on Saturday, 29 July 2023