ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე.
ჩვენ გვინდა ახლა, წარმოიდგინეთ, ქალაქში ვართ, ბათუმში, სადაც ტურისტულ მექად იქცა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა ბათუმში და დღეს რუსებით გადავსებულია აქაურობა, რომლებიც აქ სახლდებიან.
პუტინისტებით, რასაკვირველია, ნახევარზე მეტი დივერსანტია. აი ისეთი დამოკიდებულებით, გემიდან რაც გვაჩვენეს ზუსტად. აი ეგეთი პუტინისტები შემოჰყავთ. არ გვინდა, ვერ შევეგუებით…
გდდ, რობოკოპები, პოლიციის ძალიან დიდი რაოდენობა, ყველაფერი აქ ჰყავთ მოყვანილი. რას იცავთო, რომ კითხო, გვეტყვიან, თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან? რცხვენიათ, ხომ არ გეტყვიან რუსებს ვიცავთო. ჩვენ უნდა გვაგინონ ამ რუსებმა, გვითხრან, რომ აფხაზეთი რუსეთია და რუსეთის გუბერნია ვართ და ეს ხალხი ჩამოვიდეს და ესენი წითელი ხალიჩით უნდა დახვდნენ”, — აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა.
ცნობისთვის, სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
პორტთან გემს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდებიან.
“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები საკრუიზო გემ Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან