„მივიდა ვაშაძე [პარტიაში] და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია“, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ „ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ „ხაბეზე“ მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!“
ირაკლი ზარქუა: ჩამოგაგდო ხომ „ხაბემ“, გადი გვერდზე, რას ეწუწუნები, ვის ემათხოვრები, მაგრამ მელიასაც ნაქურდალის განაწილება უნდა - „კეზერა“ ქურდავს, ესენი იყოფენ
„მელიას უნდა ის „დოლია ვარავსკაია“, რაც არის ამ პარტიაში, ეს მოპარული ფულები რომ ნაწილდება, თვითონაც ამოიღოს“
როგორც ზარქუამ აღნიშნა ეს „არ მოსულა“ და ამ პლატფორმას „პოპულიზმის და ხელმოცარულების“ პლატფორმას დაარქმევდა:
„მიხვედი პარტიაში ხომ, კეთილი ინებე და გაითვალისწინე, ჯერ „ხაბე“, მერე ვაშაძე.
პრემიერ- მინისტრის კანდიდატურაზეც მე მხარს ვუჭერ ბატონ ხაბეიშვილს, ეკუთვნის სამართლიანად, ეს რომ მივიდა იქ და აჩოჩებს, არ მოსულა ეს, არსად არ წერია.
სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ორივე წყალწაღებულები არიან. 2024 – ში ხალხი დაინახავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ ზუსტად ვიცით და საზოგადოებამ იცის, ქართული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ამის შედეგები გვაქვს, მერამდენე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიღო და ეს საფუძველია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და შემოსავლები საქართველოსთვის, საქართველო რუკაზე თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და აძლიერებს“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.