რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული ნინო კენჭაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი წერს.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად 11 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. სტიქიის ეპიცენტრში კვლავ მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა.
მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უკვე მოახერხეს.
„დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება“ – ლერი ბარნაბიშვილი