LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან.. ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ გთხოვთ, შეგვატყობინოთ“ – სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების ძებნა კვლავ გრძელდება

584
Untitled design (3)

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურს და ნინო კენჭაძეს ეძებენ. როგორც გავრცელებულ პოსტში არის აღნიშნული, გოგონები ბოლოს კალცის წყალზე იმყოფებოდნენ.

„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სერინობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.

წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა.

ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ.
ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.

არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი.

თუ ამ ინფორმაციას მიაწოდებთ იქ მყოფებს, რამენაირად, მოხარული ვიქნები. ჩვენც ყველაფერს ვცდილობთ, მთელი ღამეა. გზაში ვართ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. დავტოვებ, მანქანის მონაცემს მაინც“, – წერს ახლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები