ტელეწამყვანი სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ მეგობარს, გვანცა ბუბაშვილს მიმართავს.
„გვანცა ბუბაშვილი, უნივერსიტეტის დერეფანში რამდენჯერაც შევხვდებით, ხომ გახსოვს, როგორ მოგმართავ ხოლმე – ბიზნესის ელიტა. კი ვიცინით და ვღლიცინებთ ხოლმე ამაზე, მაგრამ მე სრული სერიოზულობით გეუბნები, იმიტომ, რომ მართლა ეგრეა!
პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების მაგალითი ხარ! გელით, გვანც!“ – წერს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურს და ნინო კენჭაძეს ერთად ეძებდნენ. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ. ნინო კენჭაძე სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია გვანცა ბუბაშვილი.
რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული ნინო კენჭაძე გარდაცვლილი იპოვეს
„შოვში დაკარგულთა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურია“ – დათო ოქიტაშვილი