LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო.. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ – მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე

189
ფორტუნა - 2023-08-08T132714.854

„დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ“! – ასე ეხმაურება  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომს.

„გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!

მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15  წელი გავიდა.  რუსეთის მიერ, 15 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

 

გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია,…

Posted by Mikheil Saakashvili on Tuesday, August 8, 2023

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა

ირაკლი კობახიძე – 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე – ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

ღარიბაშვილი: „ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.. მაშინ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი – გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა“

ღარიბაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად“

პრემიერი: „მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური და პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g