რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილების თვალებში შეხედვის…ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ, – აღნიშნულის შესახებ სტიქიის ზონაში, შოვში მომუშავე მაშველმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„როდესაც დღე დასრულდება და საღამოს შევძლებთ ხოლმე იმ ორი წუთის გამონახვას ოჯახთან სასაუბროდ, თითქოს, რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ვუყურებთ. სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ“, – ამბობს ერთ-ერთ მაშველი.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.