LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას” – ქართველი მწერლების პროტესტს კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება

160
BeFunky-collage - 2023-08-10T233616.534

2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ასამდე მწერალმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.

ერთობლივი მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, ისინი „არ იღებენ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“.

ქართველი მწერლების პროტესტს კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას!

ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე კულტურის ყველა დარჩენილი ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მცდელობისა და მმართველების ერთპიროვნული ხელდასხმის.

არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას, ცენზურის ნორმალიზებას და საბჭოთა ტიპის რეპრესიების დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისო!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია‼️”, – ვკითხულობთ ტექსტში.

„დაბ­რუნ­დე­ბა“ საქ სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სული.. „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს“ – როგორ აფასებენ მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მწერლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები