14 ივნისი მწერლისა და სცენარისტის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა – ნოდარ დუმბაძეს 98 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში ნოდარ დუმბაძის შვილები მამის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებენ.
„ერთ-ერთი ყველზე დიდი უპირატესობა, თუ შეიძლება ამას უპირატესობა დავარქვა, არის ის, რომ ძალიან ახალგაზრდას შევეძინე და მასთან ერთად გავიარე მთელი მისი ცხოვრება. ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს ხელში გაიზარდა-მეთქი“, – ამბობს მანანა დუმბაძე.
„უმძიმესი ტრაგედიის გამო აღმოჩნდა მამა გურიაში – 9 წლის იყო, როცა ბაბუა დახვრიტეს და ბებია გადაასახელეს… ისეთმა ადამიანებმა გადაატანინეს ობლობა, ნოდარი, რომელიც შეიძლებოდა გაბოროტებული ბიჭი გაზრდილიყო, იმ ყველაფრის გამო, რაც დაემართა, გაიზარდა ნოდარ დუმბაძედ“, – აღნიშნავს ქეთევან დუმბაძე.
