LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ნოდარს ვაჟიც გვყავდა – ზაზა, რომელიც ოთხნახევარი წლის ასაკში დაიღუპა წითელით – ექიმის შეცდომის გამო, მე და ნოდარი ვისხედით და ტირილით ვიხრჩობოდით“ – რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის მეუღლე

1675
ნოდარ დუმბაძეწ

ნოდარ დუმბაძის მეუღლემ ნანული გუგუნავამ „იმედის“ ეთერში ჯია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ მეუღლეზე ისაუბრა.

ნანული გუგუნავამ, ნოდარ დუმბაძეზე აღფრთოვანებით მოჰყვა და ამასთან, მათ ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.

„ძალიან მიყვარდა, მე ბავშვებისთვისაც ნათქვამი მაქვს, ხომ მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს…

არაჩვეულებრივი ქმარი იყო, მე ნოდარს არაფერზე არ ვაწუხებდი, ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს…

მე და ნოდარს ვაჟიც გვყავდა – ზაზა, რომელიც ოთხნახევარი წლის ასაკში დაიღუპა წითელით – ექიმის შეცდომის გამო. მე და ნოდარი ვისხედით და ტირილით ვიხრჩობოდით. ეს ტკივილი დღემდე არ გამინელდა!“ – აღნიშნა ნანული გუგუნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g