LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

222
111-policia-lentiaaa-2020-12-01_17-30-47_930638

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით , 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი „კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g