უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინამ ბრიტანეთთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
ერმაკის თქმით, მიზანს წლის ბოლომდე ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფენ.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია ორმხრივი კონსულტაციები აშშ-თანაც.
„ნამდვილად, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ, კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან დავიწყეთ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია საკვანძო დახმარების კუთხით“, – განაცხადა ერმაკმა.