LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

1574
ფორტუნა - 2023-08-13T110109.842

სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი, გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.
სოფო ბაკურაძის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ფეისბუკგვერდი „რაჭა“ და საზოგადოებას სოფოს შვილის, პატარა ლუსის დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ლუსის დედა…
შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
გლოლას მკვიდრი, 23 წლის მარტოხელა დედა, სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფოს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ლუსი ( 4 წლამდე), რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა.
ლუსი. „ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…”

შოვის ტრაგედიის შემდეგ ბევრი ადამიანი გაერთიანდა. ჩვენი გვერდის, „რაჭის” საშუალებით შევეცადეთ მცირედი წვლილი შეგვეტანა ამ კეთილ საქმეში, რაც სხვადასხვა აქტივობას გულისხმობდა სტიქიის ზონაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგადად სოფოსა და ლუსის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირველად ჩვენი გვერდის საშუალებით გავრცელდა და მას შემდეგ რაც ოჯახმა თანხმობა განაცხადა დახმარების მიღებაზე ჩავერთეთ ჩვენც.” – ფბ გვერდ „რაჭის“ ადმინისტრაცია.

თიბისი – GE97TB7512045061100018
მიმღები გიორგი ბახტაძე
საქართველო – GE76BG0000000765107700
მიმღები გიორგი ბერიშვილი“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლუსი…ისე უნდა იბრწყინო, როგორც შენს დედიკოს გაუხარდებოდა” – სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g