რუსთავში, ერთ-ერთ ქიმიურ საწარმოში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი კაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.