LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტიოსალონზე Bugatti-ის სტენდი საუკეთესოდ აღიარეს

45

ჟენევის ავტოსალონზე, რომემლიც 9-19 მარტს მიმდინარეობდა, საუკეთესო სტენდის წოდება კომოპანია Bugatti-მ მიიღო. ნომინაციაში ჯილდოს სარეკლამო კლუბი აწესებს.

”ჟიურიმ ბუგატის სტენდი მცირე ფართობზე ეფექტური დიზაინის, სტენდის ელემენტების დამზადების ხარისხისა და და მათი დეტალიზაციის გამო გამო აირჩია” – ნათქვამია ავტომწარმოებლის განცხადებაში.

ჟენევის ავტოსალონზე Bugatti-მ მხოლოდ ერთი მოდელი, ჰიპერქარი Chiron წარმოადგინა, რომელიც მუქი ლურჯი ფერის არის.

Chiron 1500 ცხენის ძალიანი, რვა ცილინდრიანი W16 ტურბოძრავით და შვიდ საფეხურიანი ”რობოტით” არის აღჭურვილი, რომელსაც ორი გადაბმულობა აქვს. ას კილომეტრს კუპე 2,5 წამში კრებს, 200 კილომეტრს 6,5 წამში, ხოლო 300 კილომეტრს 13,6 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 420 კილომეტრ/საათი გახლავთ.

ევროპაში ჰიპერქარი 2,4 მილიონი ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები