LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

1219
მაშველები

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდება.

„დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კმ მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები.

საორიენტაციოდ აღებული გვაქვს დაახლოებით 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახია დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი.

აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები, დარჩენილია 2 ადამიანი, რომელთა ძებნასაც ვაგრძელებთ. ცხედრებს გადავასვენებთ ქუთაისის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი“. – განაცხადა თემურ მღებრიშვილი.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები