LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა

184
პრიგოჟინ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად “ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ- გენეტიკური გამოკვლევა.

„ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზა. შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას”, -აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ : რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინი, სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი, პოლოტები : ალექსეი ლევშინი და რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g