უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამ მოვლენებში ჩართული არ არის.
„პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა“ - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“
„პუტინის განკარგულება, სავარაუდოდ, არის საჯარო მცდელობა, რომ დომინანტის სტატუსი აღიდგინოს და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რომელიც 24 ივნისს, ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა აჯანყებამ გამოიწვია“.
„როდესაც უკრაინა ლაპარაკობდა და მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით, არამედ სულ სხვა რამ გვქონდა მხედველობაში და გვინდოდა მხარდაჭერა.
თუმცა, ალბათ, ეს გარკვეულწილად დაეხმარება [საკითხს]. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ სიტუაციასთან, ეს უდავოა. ვფიქრობ, ყველას ესმის, ვინ არის ჩართული“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„არ მიკვირს” – ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე