LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

364
BeFunky-collage - 2023-08-23T231519.702

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ ტექსტი სრულად:

„სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაიწყო Embraer-135 თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გარემოებებისა და მიზეზების გამოძიება;

თვითმფრინავი ეკუთვნოდა შპს MNT-Aero-ს, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს ტრანსპორტირებაში;

თვითმფრინავი მიფრინავდა მარშრუტით: მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი. ბორტზე შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა;

კომისიამ დაიწყო ფაქტობრივი მასალების შეგროვება ეკიპაჟის მომზადების, თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის, ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, დისპეტჩერიზაციის სამსახურისა და სახმელეთო რადიოტექნიკის მუშაობის შესახებ;

სპეციალისტებს ასევე მოუწევთ ბორტზე ობიექტური კონტროლის საშუალებების მოძიება „შავი ყუთის“ ჩანაწერების შემდგომი გაშიფვრისა და ანალიზისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნეს თვითმფრინავი, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა. Flightradar-ის ცნობით, Embraer ERJ-135BJ Legacy 650 ნომრით RA-02748 ოსტაფიევოში დაჯდა.

შეგახსენებთ, BBC-ის ცნობით, დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა.

 

magti 5g