LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა! საქართველოს გადაეფაროს დედა ღვთისმშობელის კალთა!“ – ლაშა ჟვანია

1391
fot

„ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა!,“ – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანია წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს

„გაიხარონ და იდღეგრძელონ ამ მადლიანი საქმის განმახორციელებლებმა არქიმანდრიტ ილია ნასაძისა და არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის თაოსნიბით.

საქართველოს გადაეფაროს დედა ღვთისმშობელის კალთა!

გვიდღეგრძელოს ამ საქმის მაკურთხეველი და სულისჩამდგმელი პატრიარქი ჩვენი!

ღვთისმოყვარე მთავრობა გააძლიეროს და წილხვდომილი ქვეყანა და ერი მისი დაიცვას!

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს გილოცავთ!

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უწმინდესი პატრიარქისა და იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით – მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის ტაძრისთვის ქართული სახარება მზადდება,“ – წერს ლაშა ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g