LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალი სტრესის საქმის შესრულებისას ორი ადამიანის დაღუპვა ისედაც ცხადს ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური მომზადება, ადგილზე დახმარების გაწევა აუცილებელია” – ნათია ფანჯიკიძე

431
BeFunky-collage - 2023-08-29T215149.336

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შოვის ტრაგედიის დროს სამძებრო სამუშაოებში მონაწილე დაღუპული პირების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მსგავსი მაღალი სტრესის საქმის შესრულებისას ფსიქოლოგიური მომზადება, ადგილზე დახმარების გაწევა აუცილებელია.

„მაღალი სტრესის საქმის შესრულებისას ორი ადამიანის დაღუპვა ისედაც ცხადს ადასტურებს, რომ ფსიქოლოგიური მომზადება, ადგილზე დახმარების გაწევა აუცილებელია, რომ ასეთი ტრაგედიები მაქსიმალურად იყოს არიდებული.

ასევე აუცილებელია სამუშაოს დასრულების შემდეგ დახმარება, რომ არ განვითარდეს პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობა. ჰაიტის მიწისძვრისას ჯერ კიდევ ნიუ იორკში ვიყავი. ნიუ იორკიდან სამი საათის ფრენაა, შესაბამისად მაშველების დიდი ნაწილი ამ ქალაქიდან გაფრინდა.

NYU-ს საკონფერენციო დარბაზში ვესწრებოდი მთელი შტატის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმძღვანელების და თანამშრომლების შეკრებას, რომლებიც მაშველების დაბრუნებამდე ემზადებოდნენ დახმარების გეგმის ასამუშავებლად. ჰოსპიტლების დირექტორებმა თავისუფალი საწოლების რაოდენობის შესახებ ანგარიშიც კი წარმოადგინეს, არათუ მობილიზდებოდა ამბულატორიული მზადყოფნის ყველა რესურსი.

კვლავ ვადასტურებ, რომ კამარა მზადაა გაუწიოს უფასო დახმარება ყველას, რამდენსაც ფიზიკურად შევძლებთ. ზოგადად კი სახელმწიფო უნდა აორგანიზებდეს ყველა ამ ადამიანის დახმარების გეგმას და აერთიანებდეს სხვადასხვა სერვისის ძალებს და ანაწილებდეს ჯგუფებად”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს“ – ჯანდაცვის სამინისტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები