LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლამურული წყვილი – ჯორჯ და ამლია კლუნები „ვენეციის კინოფესტივალზე“

287
page

ჯორჯ კლუნი, თავის უმშვენიერეს მეუღლესთან, ამალია კლუნთან ერთად ვენეციის, რიგით 80-ე კინოფესტივალზე იმყოფება. პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი ჯერ ნავში, შემდეგ კი ვენეციის ქუჩებში, სეირნობის დროს გადაიღეს.

ამ დღეს, 62 წლის მსახიობს მუქი, ლურჯი მაისური და ღია ცისფერი შარვალი ეცვა. რაც შეეხება კლუნის მეუღლეს, 45 წლის ამალია, როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო. მას  მოკლე კაბა ეცვა, რომელსაც ყვავილების პრინტი ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ მან 16Arlington-ის პატარა, შავი ჩანთა შეუხამა, რომლის ღირებულებაც 890 ევროა. ფეხზე კი ამალიას Roger Vivier-ის საზაფხულო ფეხსაცმელი ეცვა.

„როგორ უხდებიან ერთმანეთს“ – ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მორიგი დიდებული გამოჩენა

„ესენი ის ბიჭები არიან, ზაფხულში ახალ წელს რომ მოიყვანენ“ – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი „მგლების“ გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები