ახალი რომანტიკული ფილმის, „ბილეთი სამოთხეში“ პრემიერა ამჯერად ლოს-ანჯელესში, Regency Village-ის თეატრში შედგა. წითელ ხალიჩაზე ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი კვლავ ერთად გამოჩნდნენ. ლამაზმანმა ამ დღეს არჩევანი Greta Constantine-ს ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა, რომელშიც სასწაულად გამოიყურებოდა. მას გვერდს ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ჯორჯი უმშვენებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში წყვილი ერთად არაერთხელ წარდგა საზოგადოების წინაშე, მათი ყველა გამოჩენა საოცრად შთამბეჭდავი იყო და გასაკვირი სულაც არ გახლავთ ის ფაქტი, რომ მათი გულშემატკივრები ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი ერთმანეთს საოცრად უხდებიან.
„ჯულია და ჯორჯი რომ რეალური წყვილი იყოს…“, „როგორ უხდებიან ერთმანეთს“, – წერენ კომენტარებში.
თუმცა, საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ 54 წლის რობერტსი და 61 წლის კლუნი უკვე წლებია ახლო მეგობრები არიან, ისინი მეგობრობენ ოჯახებითაც. ზემოთ ხსენებული ფილმის გადაღებების დროს, ისინი ავსტრალიაში შვილებთან და მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ.
ბევრი სიცილი და მოგონებები – ჯულია და ჯორჯი თავიანთ პირველ შეხვედრას იხსენებენ
„გუჩის“ ორეული და ჩვეული ღიმილი – ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ჯიმი კიმელის შოუში მიმავალი გადაიღეს
ჯორჯ კლუნი და „ლამაზმანები“ – ჯულია რობერტსი და ამალ კლუნი ფილმის „ბილეთი სამოთხეში“ პრემიერაზე