LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი სიცილი და მოგონებები – ჯულია და ჯორჯი თავიანთ პირველ შეხვედრას იხსენებენ

111
Untitled.pngfthgfhh

ცოტა ხნის წინ გამოსული ფილმის, „ბილეთი სამოთხეში“ პრომოუშენის ფარგლებში, მთავარი როლების შემსრულებლები, ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ჯიმი კიმელის შოუში იყვნენ მიწვეულნი. გადაცემაში ყველასათვის საყვარელმა ეკრანულმა წყვილმა და რეალურ ცხოვრებაში ახლო მეგობრებმა ბევრი იხალისეს და თავიანთ პირველ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„ჩვენი პირველი ნამუშევარი იყო ოუშენის 11 მეგობარი, თუმცა მე მანამდე ჯორჯი რამდენჯერმე მყავდა ნანახი. იცით, ეს როგორი სიტუაცია იყო? არსებობს მომენტები, როცა ადამიანს შეხვდები და უბრალოდ არ მოგეწონება, თუმცა არის შემთხვევები, როცა იფიქრებ, ოჰ, მე ამ ადამიანთან საუკუნის დასასრულამდე  ვიმეგობრებ, ასე მოხდა ჯორჯის შემთხვევაში“, – იხსენებს სიცილით ჯულია.

„გუჩის“ ორეული და ჩვეული ღიმილი – ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ჯიმი კიმელის შოუში მიმავალი გადაიღეს

„ჩემი ცოლისა და შვილების თვალწინ ვკოცნიდი ჯულიას“ – ჯორჯ კლუნისა და ჯულია რობერტსის სახალისო ინტერვიუ

ჯორჯ კლუნი და „ლამაზმანები“ – ჯულია რობერტსი და ამალ კლუნი ფილმის „ბილეთი სამოთხეში“ პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები