STR-ის სასტუმრო ანალიტიკის ბოლო მონაცემებმა აჩვენეს მზარდი ზრდა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ევროპაში. საუბარი ზაფხულის სეზონზეა.
SchengenVisaInfo.com წერს, რომ დღიური საშუალო ფასი (ADR) ივლისში 6.3%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით. ამავე პერიოდში ევროპული ფასები კი 13.4%-ით არის მომატებული.
ყველაზე მნიშვნელოვნად ფასები ამ ქვეყნებში გაიზარდა:
იტალია – 51% (2019 წელთან შედარებით)
დიდი ბრიტანეთი – 31%
ესპანეთი – 30%
გერმანია – 18%
ამასთან, STR-ის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მომავალ წელს სასტუმროს ფასები ბევრად გაწონასწორებული იქნება.