LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ტურისტს Rolex-ის საათი მოპარეს

63

პარიზში ტურისტს 125 ათასი ევროს ღირებულების საათი მოპარეს. გამოცემა „Le Parisien”-ის ცნობით, შემთხვევა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ტურისტი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საფრანგეთში სულ რამდენიმე წუთის ჩასული იყო, როდესაც უძვირფასესი ნივთის გარეშე დარჩა. Rolex-ის ფირმის საათი 125 ათას ევროდ იყო შეფასებული და როგორც ჩანს, ქურდმა მის მისაღებად ძალები არ დაზოგა. ბოროტმოქმედდმა მამაკაცი წააქცია, საათი წაართვა და სკუტერით მიიმალა.

საქმეს პარიზის პოლიცია იძიებს, თუმცა ძვირადღირებული აქსესუარის მფლობელისთვის დაბრუნების შანსი ძალიან დაბალია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები