LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხკარიანი ელექტროქარი ერთი დატენვით 650 კილომეტრს გაივლის

38

გამოცემა Electrek-ისთვის ცნობილი გახდა დეტალები ახალი ელექტრო სპორტქარის შესახებ, რომელიც Aston Martin-ის ყოფილი დიზაინერისა და გაბანკროტებული კომპანიის Fisker Automotive-ს დამფუძნებლის, ჰენრიკ ფისკერის საკუთრებაა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილი ერთი დატენვით 644 კილომეტრს გაივლის.

მოდელის საფუძველი ზე მსუბუქი არქიტექტურაა, რომელიც კარბონისგან და ალუმინისგან არის დამზადებული და ამის წყალობით ავტომობილი სხვა ანალოგიური გაბარიტების მქონე მოდელთან შედარებით 20%-ით მსუბუქია.

განმასხვავებელი განსაკუთრებულობა ”კაპოტის მეტისმეტად დაბალი ხაზი” იქნება, რაც ოთხ კარიანი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება თავად კარებს, ისინი ”პეპლის ფრთების” მსგავს კონსტრუქციას მიიღებენ, რაც მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლას გააადვილებს.

ოთხკარიანი ელექტრო სპორტქარის პრემიერა 2017 წლის აგვისტოში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები