LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

142
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ენმ-ის წევრებმა აღნიშნულის შესახებ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანეს.

„პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა” – ნინო გიორგობიანი

„დემოკრატიულ სახელმწიფოში, ირაკლი ღარიბაშვილი არა თუ თანამდებობა უნდა ტოვებდეს, არამედ, ის უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და ჰპასუხობდეს კითხვებს, კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, მედიას, და რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ, შემდგარ სახელმწიფოში საგამოძიებო სტრუქტურებს.

ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება და ძირითად შემთხვევაში, გამოყენებულია ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, დაიწყებს გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია, იმ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა, შევიტანოთ ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურაში და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება მოვითხოვოთ.

ისე როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით,  ეს განცხადება თაროზე შემოიდება და არანაირი მსვლელობა არ მოჰყვება, მაგრამ ძალიან მალე, როცა საქართველოს ეყოლება რეალურად დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი სასამართლოთი და დამოუკიდებელი სასამართლოთი, ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელიც წლების განმავლობაში სჩადის დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ და კორუფციული გზით მდიდრდება, აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით პასუხისგება მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, – განაცხადა პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

გია ვოლსკი: „ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება აშშ-ში, არ იმყოფება ბოტოქსის გასაკეთებლად, ისე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა, ღარიბაშვილი თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ასწავლის…ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ“

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g