LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

160
Untitled

კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოყენების თაობაზე.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა. მისი თქმით, ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები.

ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, – აცხადებს კალაძე.

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები