ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თათია შარანგია უზიარებს მეგობრებს სოციალურ ქსელში.
„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში.
თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე.
ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ“, – წერს თათია შარანგია.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი რამდენიმე ხანია რაც დაოჯახდა. თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე ივნისში იქორწინა.
ვიდეო: თათია შარანგია დაქორწინდა – კადრები ულამაზესი ცერემონიალიდან
თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ურთიერთობის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიაში გასულ წელს გავრცელდა.
ფოტო, ვიდეო: თათია შარანგია ახალ რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს